FABERშენი ხასიათი ყველა დეტალში
+995 591 10 85 03
+995 591 10 85 03 factoryfaber@gmail.com

დიღმის მასივი 2, თბილისი, საქართველო, 0159

ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, დაგვირეკეთ — სიამოვნებით გიპასუხებთ.

არა. ფაბერი მუშაობს მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით — ავეჯი იქმნება თქვენი სივრცის ზომებზე და დამტკიცებულ დიზაინზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ არ გვაქვს ფასების კატალოგი.

ღირებულებაზე გავლენას ახდენს ზომები, კორპუსისა და ფასადის მასალა, ფურნიტურის კლასი, ზედაპირები, განათება და კონსტრუქციის სირთულე. საბოლოო ფასს გეუბნებით დიზაინის დამტკიცების შემდეგ — და ის ფიქსირდება.

თბილისის ფარგლებში ზომების აღებაზე და პირველად კონსულტაციაზე ვთანხმდებით წინასწარ — დაგვიკავშირდით და შევათანხმებთ ვიზიტის დროს.

ვადა დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და შერჩეულ ფასადებზე. ზუსტ თარიღს ვაფიქსირებთ ხელშეკრულებაში დიზაინისა და მასალების დამტკიცების შემდეგ.

რა თქმა უნდა. ვმუშაობთ როგორც კერძო კლიენტებთან, ისე დიზაინერებთან და არქიტექტორებთან — განვიხილავთ ნახაზებს, ვამოწმებთ მათი ტექნიკურად განხორციელების შესაძლებლობას და ვამზადებთ ავეჯს.

ძირითადად ვიყენებთ ავსტრიულ DSP-სა და MDF-ს, ასევე რბილი დახურვის მექანიზმებს. ვზრუნავთ კიდეების ხარისხიან დამუშავებაზე. მასალებსა და ფურნიტურას თითოეული პროექტისთვის ცალკე ვათანხმებთ.

დიახ. მიტანა და მონტაჟი ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაა — ეს არის ერთადერთი გზა, რომ დამზადების სიზუსტე ადგილზეც შენარჩუნდეს.

დიახ, გარანტია ვრცელდება დამზადებასა და ფურნიტურაზე; კონკრეტული პირობები ხელშეკრულებაშია გაწერილი. მონტაჟის შემდეგაც ვრჩებით კავშირზე მომსახურებისთვის.

განვიხილავთ ინდივიდუალურად — დაგვირეკეთ, გვითხარით ლოკაცია და პროექტის მოცულობა.

დიახ — ოფისები, მიმღები ზონები, სავაჭრო და საკონფერენციო ავეჯი. კომერციული პროექტებისთვის ცალკე ვათანხმებთ ვადებსა და ეტაპებს.

გაქვთ სივრცე? დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ.

დაგვიკავშირდით — შევთანხმდებით ზომების აღებაზე და ერთად დავიწყებთ თქვენი პროექტის დიზაინს.